სპეციალური კომისიის შედეგები

სპეციალური კომისიის შედეგებისაგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელმა კომისიამ სამი პედაგოგის მიმართ პოლიტიკური შეხედულების გამო გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა.  ამ ეტაპზე სკოლის დირექტორის მიერ სამივე პედაგოგი უკვე აღდგენილია.

„ძალიან დიდი მადლობა კომისიის ყველა წევრს ჩვენი საქმეების განიხილვისთვის. რომ არ შეცვლილიყო ხელისუფლება ეს კომისია არ შეიქმნებოდა და ჩვენს მიმართ ჩადენილი უკანონობითაც არავინ დაინტერესდებოდა. დიდი მადლობა მინისტრს სამართლიანობის აღდგენისთვის“ – განაცხადა გორის მეორე საჯარო სკოლაში აღდგენილმა პედაგოგმა ეკატერინე ქარელმა.

კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო ასევე სკოლის დირექტორობიდან გათავისუფლებულ შვიდ პირზე. დაადგინა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი პოლიტიკური მოტივის არსებობის შესახებ. თუმცა, კომისიამ მიიჩნია, რომ მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა სამართლებრივი დარღვევები და საქმეები შესასწავლად  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა.

ამ ეტაპზე, მიღებული 830 მომართვიდან კომისიის მიერ 630 განცხადების პირველადი განხილვაა დასრულებული. ამასთან, შემოსულია 105 დამატებითი დოკუმენტაცია.

www.mes.gov.ge

დატოვეთ კომენტარი

2 thoughts on “სპეციალური კომისიის შედეგები

  • 09/03/2013 at 20:11
    Permalink

    usamartlod gantavisuflebuli adamianebis dabruneba samsaxurebshi ase ar unda gajianurebuliyo…

  • 09/03/2013 at 20:14
    Permalink

    gtxovt mipasuxot mandaturis mier sheqmnili oqmis safuzvelze pedagogis gantavisufleba ramdenad aris samartliani?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *