საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირება

საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირებასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესს იწყებს, რომელიც საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს წარმოადგენს. სერტიფიცირების მიზანია ტესტირებისა და გასაუბრების გზით, საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების შერჩევა.

სამინისტრო უზრუნველყოფს:

1. კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ჩატარებას;

2. კონკურსანტებისათვის კეთილგანწყობილი, კომფორტული და თანაბარი პირობების შექმნას.

სერტიფიცირების  მსურველთა რეგისტრაცია  2013 წლის 25 ივლისს დაიწყება და 7 აგვისტოს დასრულდება.რეგისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე (http://directors.mes.gov.ge/)ელექტრონულად განხორციელდება, კონკურსანტის მიერ ლიბერთი ბანკის (Liberty Bank) შესაბამის ანგარიშზე რეგისტრაციის მოსაკრებლის გადახდის შემდგომ.

საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება. დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრებში საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით გადანაწილდებიან. ტესტირება ელექტრონული ფორმით ჩატარდება, შეფასება ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე მოხდება.

გამოცდები, 21-22 აგვისტოს ჩატარდება. მანამდე, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება:

  1. სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების განრიგი;
  2. ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის შესახებ;
  3. მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის ნუსხა;
  4. ინსტრუქცია ტესტირებისას კომპიუტერთნ მუშაობის წესების შესახებ;
  5. სანიმუშო ტესტური დავალებები.

გამოცდა კონკურსანტის კომპეტენციას და უნარებს შეამოწმებს და მასალის დაზეპირებაზე ორიენტირებული არ იქნება. გამოცდის დაწყებამდე, საგამოცდო ცენტრის კოორდინატორები კონკურსანტებს სრულ სამუშაო ინსტრუქციას გააცნობენ.

გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ, კონკურსანტი ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს დააგროვებს, რაც მას საშუალებას მისცემს გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე. სერტიფიცირების ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დირექტორობის მსურველს დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა, რომელიც მას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს დირექტორების შესარჩევ კონკურსში.

იმ პირებს, რომლთაც 2012 წელს სერტიფიცირების ტესტირების ეტაპი წარმატებით აქვთ გადალახული, საშუალება მიეცემათ, პროცესი გასაუბრების ეტაპიდან გააგრძელონ.

დატოვეთ კომენტარი

6 thoughts on “საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირება

  • 27/07/2013 at 12:51
    Permalink

    2011 wels habarebuli maqvs diretorobis sasertifikacio gamocdebi, sertifikatic mivige. mainteresebs hven anu ukve sertifikatis mqone pirovnebebi romeli etapidan hevuertdebit konkurss.

  • 29/07/2013 at 22:16
    Permalink

    კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ დირექტორები იღებენ თუ სხვა მსურველებსაც აქვთ რეგისტრაციის უფლება?

  • 30/07/2013 at 10:15
    Permalink

    კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია თუ მხოლოდ დირექტორებს?

  • 28/08/2013 at 14:32
    Permalink

    mivige 2013 wels 22 agvistos direqtorebis sasertifikacio gamocdashi monawileoba ,mivige 77 qula,tqvens mier gamoqveynebul siashi romlebmac ukve miviget monawileoba saertod ar var ,da 188 rva adamianis monacemic ar aris shesuli,iqneb ganmimartot ra xdeba?

  • 30/08/2013 at 00:46
    Permalink

    warmatebit chabarebulad chaitvleba tu konkursantitestis maqsimalur qulata 60%-s daagrovebs,es nishnavs rom vtqvat 80% tu miige ver chagibarebia?!!!

  • 11/09/2013 at 09:22
    Permalink

    რა “სერთიფიცირება” აგიტყდათ, საქმეს მიხედეთ საქმეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *