განათლების სამინისტროს ყველა დეპარტამენტის უფროსი საავარაუდოდ, თანამდებობიდან გათავისუფლდება

საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირებასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, „უწყების ძველი კადრებიდან უწყებაში მხოლოდ ერთი მოადგილე და ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარჩებიან.

ამის შესახებ  სანიკიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ „სამინისტროში ბევრი საქმე დაგროვდა, რომლის მოგვარებასაც მხოლოდ პროფესიონალები შეძლებენ“.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია თუ რომელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარჩება უწყებაში, თუმცა უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული დეპარტამენტის უფროსი მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ–გვერდზე უკვე განთავსდა პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, განათლების ყოფილი მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის ყველა მოადგილე თანამდებობიდან ოფიციალურად გათავისუფებულია.

frontnews.ge

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *