მასწავლებელი იგრძნობს, რომ სახელმწიფო და სამინისტრო მის გვერდით არიან

sanikidze

. საზოგადოება ახალი მინისტრისგან საკუთარ ხედვას, განათლების პოლიტიკისადმი საკუთარ დამოკიდებულებას ელის. იგეგმება თუ არა სიახლეები, იქმნება თუ არა რაიმე დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მომავალ საქმიანობას, მის სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას გააცნობს, წარმოდგენას შეუქმნის იმის თაობაზე, საით მივდივართ და რა გზით?

– ასეთი გეგმა და სტრატეგია, რა თქმა უნდა, გვაქვს და შესაბამისი დოკუმენტიც მზადდება. საუბარია პოლიტიკის დოკუმენტზე. ჩვენ არ გადავუხვევთ იმ ძირითად გეზს, რომელიც ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ აიღო განათლების სამინისტრომ და რომელიც, როგორც შედეგებმა დაგვანახვა, სწორად იყო შერჩეული. ვგულისხმობ სისტემის დეპოლიტიზაციას, სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდას, სწავლების ხარისხის ამაღლებას, მაგრამ არა სწავლის ღირებულების გაზრდით, არამედ სხვა ადაპტირებული მეთოდებისა გამოყენებით და არსებული რესურსების ადეკვატურად გადანაწილებით. ოქტომბრისთვის გვექნება საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიხედვითაც სისტემურ ცვლილებებს განვახორციელებთ. ეს ცვლილებები იქნება მიზანმიმართული და დაეფუძნება მსოფლიოში არსებულ პრაქტიკასა და გამოცდილებას. ასეთი ცვლილებების განხორციელების მცდელობა თითქოს უკვე იყო საქართველოში, მაგრამ იმდენად სწრაფი, გაუაზრებელი და რიგ შემთხვევებში არაკეთილსინდისიერი განზრახვებით გაჯერებული, რომ გარკვეულ წილად შედეგები იყო სავალალო, ისეთი როგორიც არის ძალაუფლების რამდენიმე ადამიანის ხელში ჩაგდება, სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი გასხვისება და ა.შ. მთავარია, რომ ეს ტენდენცია შეჩერდა.

რაც შეეხება ჩვენს ძირითად პრინციპებს და მიმართულებას უმაღლესი განათლების ნაწილში, მივდივართ იქეთ, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აუცილებლად ჰქონდეთ სრულფასოვანი და დამოუკიდებელი თვითმმართველობა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება სწავლებისა და კვლევის პროცესებში. ჩვენი ახალი საკანონმდებლო შემოთავაზება სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული. ამ საკითხებზე ვმუშაობთ უწყვეტ რეჟიმში. ჩვენთან ერთად ამ საკითხებზე მუშაობენ საქართველოს სახელწიფო უნივერსიტეტების მმართველები და აკადემიური პერსონალი, უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი, დონორი ორგანიზაციები. ჩართულობა მრავალმხრივი და აქტიურია. არ მინდა, ეს პროცესი დავაჩქარო – შესაძლოა, უკუშედეგი მივიღოთ. როგორი კრიტიკაც არ უნდა დავიმსახურო, ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ. შესაძლოა თქვან, მათი გაკეთებული ჯერ არაფერი ჩანსო, მაგრამ მიუკერძოებელი ადამიანი ადვილად დაინახავს, რამდენი რამ კეთდება და კეთდება სისტემის სრულყოფისა და გაჯანსაღებისთვის. სისტემური რეფორმა უნდა განხორციელდეს არა მარტო უმაღლეს, არამედ პროფესიულ და ზოგად განათლებაშიც. წინა ხელისუფლების დროს გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა კვლევასა და შეფასებაზე დაყრდნობით. ეს წარუმატებლობის ერთერთი ძირითადი მიზეზია. ამჟამად არსებული კვლევების შედეგები მუშავდება, ახალი კვლევებიც მიმდინარეობს საჭიროებიდან გამომდინარე. ყოველ ნაბიჯს ამ კვლევების გათვალისწინებით ვდგამთ. სხვაგვარად რამის გაკეთება გამორიცხულია. ყველა რეფორმა, რაც კი გატარდება, რეალურ საჭიროებებს იქნება მორგებული. წარსულს უნდა ჩაბარდეს გაუაზრებელი, პოპულისტური და შედეგების გაუთვალისწინებლად განხორციელებული რეფორმები. ჩვენ ყველაფერს სისტემურად, გააზრებულად და შედეგზე ორიენტირებით გავაკეთებთ.

. შესანიშნავი იქნება, თუ მომავალი საქმიანობა კვლევებსა და მათ შედეგებს დაეყრდნობა, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის ხარისხიც, მაგრამ, მოდი, ოდნავ უკან დავიხიოთ. უმაღლეს სასწავლებლამდე ადამიანი საკლასო ოთახს გაივლის. ვაღიაროთ, რომ პრობლემები აქაც გვაქვს. ეს სასერტიფიკაციო გამოცდებმაც დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დიდი ძალისხმევა გაიღო მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის, შედეგმა მოლოდინი ვერ გაამართლა. დამეთანხმებით, ტრენინგი არ ნიშნავს საგნის სწავლებას და მისი ფორმატი არც გულისხმობს ამას. ტრენინგებზე მასწავლებლები სწავლების უნარებს იძენენ, არსებული ცოდნის გამოყენების მეთოდებსა და სტრატეგიებს ეცნობიან და, ბუნებრივია, გამოცდებისთვისაც ემზადებიან. შედეგების გათვალისწინებით, რას ფიქრობს მინისტრი, რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ?

დატოვეთ კომენტარი

One thought on “მასწავლებელი იგრძნობს, რომ სახელმწიფო და სამინისტრო მის გვერდით არიან

  • 27/08/2013 at 20:02
    Permalink

    chavabare direqtorebis sasertifikacio gamocda 22 agvistos mivige 77 qula,tqven dagidevt shedegebi da oginichebiat unikaluri kodi,gtxovt gangvimartot ,es ras nishnavs da rogor gaigos adamianma tavisi shedegebi?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *