ტესტირების შედეგებთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების წარდგენა და განხილვა

mesü  სერტიფიცირების ეტაპის ტესტირების  შედეგების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, დირექტორობის მსურველს უფლება აქვს ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინოს შესაბამის რესურსცენტრში

ü  ტესტირების შედეგებთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს.

საპრეტენზიო განაცხადის საფასური დირექტორობის მსურველმა უნდა შეიტანოს მართვის სისტემის შემდეგ  საბანკო ანგარიშზე – მიმღები – სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ს.ს „საქართველოს ბანკი“, ა/ა GE71BG0000000524958100, ბანკის კოდი BAGAGE22 ან მიმღები – სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ს.ს „ლიბერთი ბანკი“, ა/ა GE35LB0121168680693001, ბანკის კოდი LBRTGE22

ü  რესურსცენტრი უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის (შემდეგში „მართვის სისტემა“)

ü  იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველის პრეტენზია მხოლოდ ტესტურ დავალებათა სისწორესთან არის დაკავშირებული, მართვის სისტემა აპელანტს მის მიერ შესრულებული ტესტის გასაცნობად განუსაზღვრავს თარიღს, დროსა და ადგილს

ü  აპელანტი ვალდებულია გამოცხადდეს მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ დღეს, დროსა და ადგილზე

ü  შესრულებული ტესტის ნახვის უფლება აქვს მხოლოდ აპელანტს

ü  შესრულებული ტესტის გასაცნობად აპელანტს ეძლევა დრო არაუმეტეს 30 წუთისა

ü  ტესტის ნახვის შემდეგ, აპელანტმა უნდა შეავსოს განაცხადი (სპეციალური ფორმა)

ü  აპელანტმა განაცხადში უნდა მიუთითოს: კონკრეტულად იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი, რომლის/რომელთა გასაჩივრებაც სურს მას და დასაბუთება ტესტური დავალების/დავალებების უზუსტობის შესახებ

ü  საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო კომისია მიღებიდან ერთი თვის ვადაში

ü  ტესტირების შედეგებთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების/არდაკმაყოფილების შესახებ აპელანტს წერილობით ეგზავნება პასუხი

ü  ტესტირების შედეგებთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადახდილი თანხა ექვემდებარება დაბრუნებას

ü  გადახდილი თანხის დაბრუნებისათვის დირექტორობის მსურველმა სერტიფიცირების ეტაპის საბოლოო შედეგის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში განცხადებით (სპეციალური ფორმა) უნდა მიმართოს მართვის სისტემას

ü  მართვის სისტემის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა

დატოვეთ კომენტარი

2 thoughts on “ტესტირების შედეგებთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების წარდგენა და განხილვა

  • 29/08/2013 at 16:35
    Permalink

    vinc chavabaret gasaubreba rodis gveqneba?

  • 01/09/2013 at 21:49
    Permalink

    rodis daideba direqtoris sakonkurso testebis variantebi apelaciis shemdeg????ratom arsheidzleba ertxel kidev gadavxedot variantebs

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *