შეწყდება თუ არა სწავლა საჯარო სკოლებში ღორის გრიპის ვირუსის გამო

3501

განათლების სამინისტრო ამ ეტაპზე საჭიროდ არ თვლის, რომ გრიპის ვირუსების გამო სკოლებში სწავლა შეწყდეს.

ამის შესახებ „ნიუპოსტს“ განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

თუმცა სანიკიძის უწყება მშობლებს და მასწავლებლებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.

„ამ ეტაპზე არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ სკოლებში სწავლა შეწყდეს. თუმცა ჩვენ გადაგზავნილი გვაქვს ინსტრუქცია სკოლებისთვის, სადაც ნათქვამია, რომ ავადმყოფი ბავშვი მშობელმა სკოლაში არ უნდა გაუშვას. თუ სკოლაში ვინმეს გრიპის სიმპტომი აღმოაჩნდა, მყისიერად ხდება ოჯახის ინფორმირება. სკოლის ადმინისტრაციას აქვს მითითება, რომ სისტემატრად მოხდს სასწავლო ოთახების სველი წესით დამშავება და განიავება“, – განუცხადეს „ნიუპოსტს“ განათლების სამინისტროს პრესსამახურში.

გრიპის ვირუსის მატების გამო სასწრაფო დახმარების სამსახური და პირველადი ჯანდაცვის 2 დაწესებულება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორ ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, გრიპის ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

მედიკოსები მიმართავენ მოსახლეობას, გაციების შემთხვევაში ბავშვები სკოლაში არ გაუშვან, ხოლო თვითონ სამსახურებში არ წავიდნენ.

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *