ვინ შეძლებს სწავლის დაწყებას I კლასში 2016 წელს

pirveklaselta registraciaზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკად განსაზღვრულია 6 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბავშვი სწავლის დაწყების თარიღისთვის არ არის 6 წლის, იგი ვერ შევა სკოლაში.

როგორც ცნობლია 2015-2016 სასწავლო წელს სწავლა დაიწყო 14 სექტემბერს, შესაბამისად, 2009 წლის 14 სექტემბრის შემდეგ დაბადებულმა ბავშვებმა საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება ვერ შეძლეს.

რა მოხდება 2016 წელს?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანების თანახმად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 10 სექტემბრის შემდგომი პირველი ორშაბათი.

2015 წელს 10 სექტემბრის მომდევნო ორშაბათი დღე იყო 14 სექტემბერი, შესაბამისად, სწავლა დაიწყო 14 სექტემბერს. 2016 წელს კი, 10 სექტემბრის მომდევნო ორშაბათი არის 12 სექტემბერი, შესაბამისად, 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყება 12 სექტემბერს. რაც იმას ნიშნავს, რომ 2010 წლის 12 სექტემბრის შემდგომ დაბადებული მოსწავლეები, საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებას ვერ შეძლებენ.

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ასეთ შემთხვევაში?

მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანება არ ვრცელდება კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე. ანუ კერძო სკოლებს უფლება აქვთ სწავლა დაიწყონ განსხვავებულ ვადებში (ანუ უფრო გვიანაც). შესაბამისად, მშობელს ექმნება საშუალება, თავისი შვილი მიიყვანოს იმ კერძო სკოლაში, რომელმაც სწავლა შედარებით გვიან დაიწყო. თუმცა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, რომ ამ დროისთვის ბავშვი იყოს 6 წლის.

მაგ. თუ კერძო სკოლა სწავლას იწყებს 30 სექტემბერს, მაშინ 2010 წლის 30 სექტემბრამდე დაბადებულ ბავშვებს უფლება აქვთ სწავლა დაიწყონ ამ სკოლაში.

თუმცა გასათვალისწინებელია ერთი გარემოება – განათლების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში 2015 წელს შეტანილი ცვლილების თანახმად, იმ კერძო სკოლიდან, რომელმაც სწავლა გვიან დაიწყო, პირველ კლასელთა მობილობა იზღუდება. შესაბამისად, თუ მშობელი მიიყვანს შვილს იმ სკოლაში, რომელმაც სწავლა 12 სექტემბერზე გვიან დაიწყო, მას აღარ ექნება შესაძლებლობა თავისი შვილი გადაიყვანოს სხვა სკოლაში (გარდა იმ შემთხვევისა როცა მოსწავლე დაბადებულია 2010 წლის 12 სექტემბრამდე).

 

გისურვებთ წარმატებული არჩევანის გაკეთებას!

დატოვეთ კომენტარი

0 thoughts on “ვინ შეძლებს სწავლის დაწყებას I კლასში 2016 წელს

  • 28/01/2016 at 08:10
    Permalink

    seqtembershi dabadebul kvela bavshvs ratom ar unda sheedzlos scavlis dackeba ,roca dabadebulia bavshvi oqtombershi ,mesmis kide erti tve aklia 6 clamde,magram roca bavshvi dabadebulia 15 seqtembers da scavla ickeba 12 seqtembers namdvilad usamartlobaa 2 dgis gulistvis bavshvi darces skolis garet ar mesmis es kanoni rodesac daamtkices,nutu aravis ar hkavda an shvili ,an shvilishvili,rom dapiqrebulikvnen am sakitxze torem sxvisi chiri gobes cxirio natqvamia sxvisi problema ,rogorc cans cvens mtavrobas ar acuxebs

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *