კონკურსი თემაზე “საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა”.

32f70072-402c-4fe2-a1eb-d8e70c9bc744

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს საუკეთესო სტატიის შესარჩევად, თემაზე: “საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა”.

კონკურსი იმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. გამარჯვებული ნაშრომის ავტორს 2016 წლის 20 მაისს, გამოავლენს საკონკურსო კომისია. საუკეთესო 10 სტატია დაიბეჭდება კრებულის სახით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი.

წერითი ნაშრომის პირობები.

საკონკურსო მასალები უნდა გაიგზავნოს სსიპ-ფინანსთა სამინისტოს აკადემიაში:

ელექტრონული ფოსტა: academy@mof.ge
მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #10
ტელეფონი: 2261026

დაინტერესებულმა პირებმა, ნაშრომთან ერთად უნდა წარმოადგინონ:

სტუდენტის ბარათის ასლი
ტელეფონის ნომერი
ელექტრონული ფოსტის მისამართი

დატოვეთ კომენტარი