კონკურსი გრანტის მოსაპოვებლად – საზაფხულო სკოლა ბავშვთა უფლებების დაცვისთვის

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – ,,ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის“ ფარგლებში აცხადებს სასკოლო ინიციატივების განაცხადების მიღებას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს: ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.

 

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი განაცხადები, რომლებიც შეეხება მოსწავლეების, მშობლებისა და ადგილობრივი თემის ინფორმირებას ბავშვთა საგანმანათლებლო უფლებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ნმულზე – cdi.org.ge

 

დატოვეთ კომენტარი