სიმონ ჯანაშია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით

განათლების ექსპერტმა, სიმონ ჯანაშიამ 27 აგვისტოს ინტერვიუ მისცა აჭარის ტელევიზიას სადაც ისაუბრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკითხზე. მისი თქმით, ეს არის უმნიშველოვანესი საკითხი თითოეული ჩვენგანისთვის ვინაიდან ეს პრობლემა უარყოფითად აისახება არამხოლოდ  უნივერსიტეტზე, არამედ მთლიან განათლების სისტემასა და საზოგადოების განვითარებაზე, ამიტომ, განათლების ექპერტი ხალხს მოუწოდებს ჩერთოს ამ საკითხში და მხარი დაუჭიროს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. სიმონ ჯანაშიას თქმით, საქართველოში უნივერსიტეტების ასწლიან ისტორიაში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია, რის გამოც მას განსაკუთრებულად მოფრთხილება და განვითარებაში ხელშეწყობა ესაჭიროება, მითუმეტეს, რომ ეს უნივერსიტეტი დაარსების დღიდან,  23 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა. სწორედ ამავე მიზეზით არის გაუგებარი და მიუღებელი განათლების ექპერტისთვის ის არგუმენტები, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გასამართლებლად არის მოყვანილი. სიმონ ჯანაშიას განცხადებით, ჯარიმის გადაუხდელობით გამოწვეული პრობლემა და არსებული სიტუაცია ქმნის ვითარებას, რომელშიც განათლების სისტემა ემსახურება საგადასახადო სამსახურს და არა განათლების ხარისხის ზრდას, მითუმეტეს, რომ ექსპერტის თქმით, უნივერსიტეტში არსებული დავალიანება არანაირად არ უქმნიდა საფრთხეს სასწავლო პროცესს და მეტიც, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჯარიმის შემცირება მოხდა, რაც უნივერისტეტის განვითარებაზე მიუთითებს.

არსებული პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად სიმონ ჯანაშია ასახელებს ამ საკითხში თურქეთის ჩარევას, რაც სხვა და სხვა გზით ხდება. მაგალითად, არ არის გამორიცხული ის, რომ ავტორიზაციის საბჭოს რომელიმე წევრზე გაცემული იქნას რაიმე მითითება საქართველოს უშიშროების სამსახურებიდან, მაგრამ ამასგარდა არსებობს მრავალი სხვა ალბათობაც. ექპერტის მიერ იქნა მოყვანილი მაგალითი, ანალოგიური შემთხვევისა, როდესაც შაჰინის სკოლას შეუწყვიტეს ავტორიზაცია და ამ პროცესის განხილვის დროს, რამდენადაც ცნობილია, შაჰინის სკოლის მფლობელები საზღვარზეც კი არ შემოუშვეს, რა ქმედებასაც არანაირი დასაბუთება არ გააჩნდა. ვინაიდან, შაჰინის სკოლა არ არის ერთადერთი მაგალითი ბოლო პერიოდის განმავლობაში მომხდარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ანალიგიური შემთხვევებისა, სიმონ ჯანაშიას აზრით, ძალიან დიდ და საფუძვლიან ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ ასეთი მცირე დროის შუალედით, ზედიზედ ექმნებოდათ პრობლემები სწორედაც მხოლოდ „ერთი ქოლგის ქვეშ“ მყოფ ორგანიზაციებს. განათლების ექსპერტმა თავიდანვე ახსენა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო ერთგვარი ხიდი, საქართველოსა და მეზობელ ქვეყანას შორის და როგორც სიმონ ჯანაშია ამბობს, წარმოქმნილი პრობლემა პირდაპირ კავშირშია მხოლოდ ქვეყნებს შორის შეთანხმებასთან და არა განათლებასთან. სიმონ ჯანაშიას თქმით, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ძალიან დიდი ზეწოლა დასჭირდა საზოგადოებას სახელმწიფოზე, იმისთვის, რომ უსამართლოდ დაჭერილი სკოლის დირექტორი და მასწავლებელი, ემრე ჩაბუქი, გაენთავისუფლებინა. თუმცა, ეს საქმეც ამ ეტაპზე მოგვარებული არ არის, მხოლოდ შეჩერებულია. ასევე, განათლების ექპერტის თქმით, თურქეთის მხრიდან არაერთი ანალოგიური ზეწოლა იყო განხორციელებული სხვა ქვეყნებზეც, მაგალითად ყირგიზეთზე, რომელიც დღემდე არის შიშსა და მოლოდინში იმისა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს გაგზავნილი მოთხოვნა მათი ამა თუ იმ სასწავლებლის დახურვის შესახებ, თუმცა, სიმონ ჯანაშიას თქმით, ისინი ბევრად უფრო პასუხისმგებლობით უდგებიან ამ საქმეს და სარგებლობენ იმ ხერხებით, რომლებიც მათ უსაფრთხოების გარანტიას აძლევს. მაგალითად, ყირგიზეთში მოხდა სახელმწიფოს მიერ სკოლების ხელახლა დაფუძნება, რაც გახდა გარანტია იმისა, რომ სასწავლებლები კონტროლირებადია სახელმწიფოს მიერ და არაფერი კანონსაწინააღმდეგო მასში არ არსებობს. თავის მხრივ, თურქეთი მაინც ცდილობს ზეწოლა მოახდინოს სახელმწიფოებზე და თავისებური მიდგომებით შეავიწროვოს მათი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მყოფი მოსწავლეები და სტუდენტები და დააშინოს ისინი იმ ფაქტით, რომ არ დაუშვებს მათ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე. სიმონ ჯანაშიას თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყნები ახერხებენ სამართლიანი პასუხის გაცემას წარმოქმნილ სიტუაციებში და როგორც წესი, ეს საქართველოსაც არ უნდა გაუჭირდეს.

სიმონ ჯანაშია თვლის, რომ პრობლემის მოგვარება, მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის შემდეგ მოხდება და სამომავლოდ ყველაზე მთავარი რაც გასათვალისწინებელია, არის ის, რომ უპირველეს ყოვლისა, აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესი უნდა გახდეს დამოუკიდებელი. „სანამ სახელმწიფო ერევა ამ პროცესში, პროცესი ყოველთვის იქნება დისკრედიტებული“ – აცხადებს განათლების ექსპერტი.

 

დატოვეთ კომენტარი