ქართველი მოსწავლეების გამარჯვება Intel-ISEF-ის საერთაშორისო კონკურსზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში, არიზონას შტატის ქალაქ ფინიქსში Intel-ISEF-ის საკმაოდ  პრესტიჟული სამეცნიერო – საინჟინრო საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. მასში მსოფლიოს 80 ქვეყნის 2500 მოსწავლე ეჯიბრებოდა ერთმანეთს. კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ ქართველი მოსწავლეები.

I ადგილისა და სპეციალური ჯილდოს – „SPIE – Optics and Photonics Special Award” მფლობელები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე დეა ილარიონოვა და გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრის მფლობელები – სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები  შორენა გუჯაბიძე და მარინა გუჯაბიძე.

გამარჯვებულმა მოსწავლეებმა საერთაშორისო კონკურსზე წარადგინეს პროექტი „Health care – გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა.

https://www.facebook.com/MESGeorgia/

დატოვეთ კომენტარი