მოსწავლეთა სწავლის მოტივაცია და მრავალმხრივი ინტელექტის თეორია სასწავლო პროცესში

პედაგოგიური კვლევის თემა არის მოსწავლეთა მოტივაცია და მრავალმხრივი ინტელექტის თეორია საგაკვეთილო პროცესში. „არცერთ საუკეთესო სასკოლო პროგრამასა თუ მასწავლებელს არ შეუძლია გააუმჯობესოს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები, თუ მათ არ აქვთ სწავლის მოტივაცია“. ამ ფრაზამ, როგორც მასწავლებელი, ჩამაფიქრა და დამანახა მოტივაციის მნიშვნელოვანი როლი სწავლა-სწავლების პროცესში. აქედან გამომდინარე, დავინტერესდი და გამოიკვეთა კვლევის ჰიპოთეზაც – 1. როგორი გავლენა აქვს სწავლის მოტივაციასა და შედეგებზე მოსწავლეთა სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალურ შესაძლებლობების გამოვლენა-გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში უკეთესი აკადემიური შედეგების მისაღწევად. 2. მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას განაპირობებს როგორც სწავლებისა და სწავლის სტილს შორის გარღვევა, ასევე გარეგანი (სოციალური და არასოციალური) ფაქტორები.

მოცემული კვლევის ფარგლებში გავეცანი მოსწავლეთა მოტივაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სპექტრს – მოტივაციის თეორიებს, მრვალმხრივი ინტელექტის თეორიას, თავად კვლევის წარმოების თეორიებსა და ტექნიკებს.

კვლევა ჩატარდა 2017-2018 სასწავლო წელს და მონაწილეობას იღებდნენ X კლასების მოსწავლეები. ნაშრომში შეძლებისდაგვარად არის აღწერილი დეტალური ინფორმაციები პრობლემის გამოვლენიდან ინტერვეციის გამოყენებისა და შედგების ჩათვლით. კვლევა შეიცავს რეკომენდაციებს იმ კოლეგებისათვის, რომლებიც ასევე დაინტერესდებიან აღნიშნული თემატიკით.


 

დატოვეთ კომენტარი