მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება მათემატიკის შესწავლის დროს

სწავლა-სწავლების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოსწავლეების მოტივაცია, რადგან მოტივირებული მოსწავლეები უკეთ არიან ჩართულნი საგაკვეთილი პროცესში, უფრო მიზანდასახულები და აქტიურები არიან. შედეგად მაღალ აკადემიურ წარმატებასაც აღწევენ. საჯარო სკოლებში ერთ-ერთი პრობლემა სწორედ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დაბალი ჩართულობაა.

მათემატიკა, როგორც საგანი თავის მხრივ რთულია და მოცულობითი. მოსწავლეთა მოტივაცია კლებულობს, როდესაც გროვდება მასალა და მოსწავლეებს უჭირთ მათი გადამუშავება, რაც პედაგოგიურმა კვლევამაც აჩვენა.

არსებული პრობლემის იდენტიფიცირებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შემცირების მიზნით ჩავატარე ჩატარდა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ. ქ. თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.

 


 

დატოვეთ კომენტარი