ტექსტის გაგება-გააზრებისას წარმოქმნილი სირთულეები მე-4 კლასში და არსებული პრობლემების გაუმჯობესების გზები

დაწყებით კლასებში გააზრებული კითხვის სწავლებას უდიდესი როლი ენიჭება მოსწავლის შემდგომი განვითარებისთვის. გააზრებული კითხვა დაეხმარება მას სწავლების შემდგომ საფეხურზე გაუადვილდეს სხვადასხვა დისციპლინების აღქმა-გაგება-გააზრება. კითხვის უნარის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს უნარები განაპირობებენ პიროვნების აკადემიურ თუ პროფესიულ წარმატებას მთელი კარიერის მანძილზე. კითხვა გამართულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ იგი მიმდინარეობს გაბმული ტემპით, უშეცდომოდ, სათანადო ინტონაციის დაცვით. დაწყებით კლასებში სწვლების პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლემ ადვილად შეძლოს სიტყვის დეკოდირება/ამოცნობა ანუ წაკითხვა. ამავდროულად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ შემდეგ ეტაპზე მოსწავლეების გარკვეული ნაწილი, გაბმული კითხვის უნარის ჩამოყალიბების მიუხედავად, ვერ ახდენს წაკითხულის გააზრებას, ანალიზს.

დაწყებით საფეხურზე სწავლის მიზანია: ძირითადი საკომუნიკაციო უნარების (მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა) განვითარება; მიზნობროვად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების წაკითხვისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება; ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა აუცილებელია დაიწყოს სწავლების პირველსავე ეტაპზე.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სასწავლო სისტემაში გააზრებული კითხვა სწავლების ერთ-ერთი შემადგენილი ნაწილია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. არა ერთი კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ პრობლემის წარმატებულად გადაჭრა. გააზრებული კითხვის უნარ- ჩვევების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია მოსწავლისთვის, განსაკუთრებით დაწყებითი კლასებში.


 

დატოვეთ კომენტარი