განმავითარებელი შეფასების გამოყენება მერვე კლასში ქიმიის გაკვეთილებზე

აღნიშნული კვლევა ჩატარდა სსიპ- დაბა თიანეთის №2 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელს.

სსიპ – დაბა თიანეთის №2 საჯარო სკოლა მდებარეობს მაღალმთიან რეგიონში და მიეკუთვნება მცირეკონტიგენტიან სკოლათა რიცხვს. ის ექსპლუატაციაში შევიდა 1970 წელს. გათვლილია 320 მოსწავლეზე. მასში ამჟამად სწავლობს 125 მოსწავლე. მუშაობს 21 მასწავლებელი.
სკოლაში ფუნქციონირებს სპორტული კლუბი „აონი“ და ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი „ტელუს-დედამიწა“.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 18-მა რესპონდენტმა. რესპონდენტები იყვნენ სსიპ – დაბა თიანეთის №2 საჯარო სკოლის მერვე კლასის ყველა, 6-ვე მოსწავლე და ამავე კლასის 12 მასწავლებელი.

კვლევის წარმოების მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს, სკოლის მასწავლებლებს, მერვე კლასის მოსწავლეების მშობლებს, ხოლო უშუალოდ კვლევაში მონაწილეობისათვის მადლობას ვუხდი მერვე კლასის 12-ვე მასწავლებელს და მერვე კლასის 6-ვე მოსწავლეს.

ნაშრომი მოიცავს ინფორმაციას ქიმიის გაკვეთილებზე განმავითარებელი შეფასების გამოყენების პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზების ძიების შესახებ.

კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები გათვალისწინებული იქნება მერვე კლასში ქიმიის გაკვეთილებზე განმავითარებელი შეფასების ეფექტურად გამოყენების მიზნით.


 

დატოვეთ კომენტარი