ბუნებისმეტყველების სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება მეოთხე კლასში

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკული კვლევის ანგარიშს, რომელიც განხორციელებულია სსიპ ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგის მიერ. კვლევა ჩატარდა 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით.

საკვლევ საკითხს წარმოადგენს მეოთხე კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზის შესწავლა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველ-მესამე კლასებში უფრო მაღალი მოტივაცია ჰქონდათ მოსწავლეებს, ვიდრე მეოთხე კლასში, ჩემთვის საინტერესო იყო, გამომეკვლია, რა იყო დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები.

პრაქტიკული კვლევის ჩატარებისას დაცული იყო ყველა ეთიკური ნორმა. კვლევაში მონაწილე ყველა პირი ჩაერთო ნებაყოფლობით. მოსწავლეებს ვთხოვე, რომ გამოეჩინათ გულწრფელობა. ანკეტირება ჩავატარე ანონიმურობის დაცვით, ფოკუს ჯგუფის დროს კი მათ შევუთანხმდი, რომ მონაცემებს ჩავიწერდი.

კვლევის ანგარიშში წარმოდგენილია საკვლევი კითხვა, მიმოხილული ლიტერატურა, კვლევის ინსტრუმენტები, მონაცემთა ანალიზი და შედეგები, ინტერვენცია და ინტერვენციის შედეგები, კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები და დასკვნები.


 

დატოვეთ კომენტარი