ქ. თბილისის 94-ე საჯარო სკოლის 85 კლასის მოსწავლეების ლექსიკური მარაგის გაუმჯობესება რუსულ ენაში

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის #94 საჯარო სკოლაში განხორციელებულ პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.
საკვლევ საკითხს წარმოადგენდა ამავე სკოლის 8 კლასის მოსწავლეების რუსულ ენაში ლექსიკური მარაგის გამდიდრების გზების ძიება.

ჩემი მთავარი მიზანი იყო გავრკვეულიყავი იმაში, თუ რატომ ექმნებათ მოსწავლეებს პრობლემები ლექსიკური მარაგის ათვისებისას, გამეგო მოსწავლეების და ჩემი კოლეგების აზრი ამ საკითხის გარშემო, გამეღრმავებინა ამ მიმართულებით ჩემი არსებული ცოდნა და მომეხდინა ახალი ცოდნის გენერირება იმისათვის, რომ დამეგეგმა სხვადასხვა აქტივობები არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

კვლევის პროცესში გამოვიყენე როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები. ფოკუს-ჯგუფის საშუალებით გამოვიკვლიე კლასის მოსწავლეთა მოსაზრებები და დამოკიდებულებები საკვლევ საკითხთან მიმართებაში. ასევე, გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების მეთოდი და მოსწავლეთა და მასწავლებელთა ანკეტირება.

ნაშრომი შედგება V თავისაგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია სკოლისა და კლასის შესახებ, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები. II თავი ეხება კვლევის ინსტრუმენტებს და მისი შერჩევის მიზნებს. III თავში მოცემულია შეგროვებული მონაცემების ანალიზი და შედეგები. IV თავი მოიცავს ინფორმაციას ინტერვენციის აღწერასა და მის შედეგებზე. V თავი ეხება კვლევის მიგნებებს, რეკომენდაციებს და დასკვნას.


 

დატოვეთ კომენტარი