წერითი -უნარ ჩვებების პრობლემების გაუმჯობესება რუსულ ენაში 94 – ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებში

ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკიაზე დაკვირვებამ მიჩვენა, რომ უახლოეს წლებში მოსწავლეთა სასწავლო შედეგები რუსულ ენაში უფრო დაბალი იყო გასულ წლებთან შედარებით. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკული კვლევის ანგარიშს, რომელიც 94 -ე საჯარო სკოლაში ჩატარდა.

ჩემს საკვლევ საკითხს წარმოადგენდა : წერითი უნარ-ჩვევების სირთულე მე-8 კლასის მოსწავლეებში. კვლევის მიზანი იყო გამერკვია რა სახის პრობლემებს აწყდებიან მოსწავლეები წერის დროს, აქტივობების დაგეგმვა, შედეგის გაუმჯობესება.

პრაქტიკული კვლევის პროცესში გამოვიყენე როგორც თვისებრიბი, ასევე რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები და გამოვიკვლიე სკოლის ინტერესთა ჯგუფების (მასწავლებლები, მოსწავლეები) მოსაზრებები, დამოკიდებულებები საკვლევ საკითხთან დაკავშირებით.

საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებამ, ფოკუს-ჯგუფებისა და ანკეტირების შედეგებმა აჩვენა თუ რა სახის პრობლემებს აწყდებოდნენ კონკრეტულად მოსწავლეები წერის დროს ( მართლწერა და წერილის, ბარათის, ესეს შედგენა დამოუკიდებლად).

ნაშრომი შედგენა 5 თავისგან : I თავში მოცემულია საკვლევი საკითხის მიმოხილვა, რომელიც მოიცავს ქვეთავებს: მოკლე ინფორმაციას სკოლის შესახებ, პრობლემის აღწერა, ლიტერატურის მიმოხილვა ,პრობლემის გამომწვევი სავარაუდი მიზეზი, პრაქტიკული კვლევის არსი, კვლევის მიზანი და ამოცანები. II თავში განხილულია კვლევის ინსტრუმენტები თავისი ქვეთავებით : თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები და სამიზნე ჯგუფი. III თავში მოცემულია შეგროვებული მონაცემების ანალიზი და შედეგები, კვლევის ძირითადი დასკვნები. IV თავში აღწერილია ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება, მისი შედეგები და შეფასება. V თავი მოიცავს კვლევის მიგნებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს. კვლევას ახლავს დანართები, რომელშიც ასახულია კვლევის პროცესში გამოყენებული კითხვარები, დიაგრამები და სხვა ინფორმაცია.


 

დატოვეთ კომენტარი