94-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა ჩართულობის გაუმჯობესების გზების კვლევა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე

თანამედროვე სკოლის გამოწვევაა აღზარდოს და მოამზადოს მოსწავლე დემოკრატიული საზოგადოების ასაშენებლად, სწორედ ამ ასაკიდან იწყება პიროვნებად ფორმირების პროცესი, მზადება ცხოვრების გამოწვევების გასამკლავებლად. კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, მსჯელობის უნარების განვითარება მნიშვნელოვანია ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე.

განსაკუთრებით მე-9 კლასიდან, როდესაც მოსწავლე ემზადება საშუალო საფეხურზე გადასვლელად. კვლევები ცხადყოფს, რომ დემოკრატიულობა და მოსწავლეთა ჩართულობა სკოლებში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება.

სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ გაკვეთილებზე დასწრების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი მთლად სახარბიელო არ იყო, განსაკუთრებით მეცხრე კლასებში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ამ პრობლემაზე მემუშავა და პედაგოგიური პრაქტიკა გამემდიდრებინა.


 

დატოვეთ კომენტარი