როგორ გავაუმჯობესოთ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გზით მოსწავლეთა საკლასო ქცევა

მოცემული ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკული კვლევის ანგარიშს, რომელიც განხორციელდა სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის მიერ.

კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წელს. კვლევის თემა –  როგორ გავაუმჯობესოთ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გზით მოსწავლეთა საკლასო ქცევა“. საკვლევი თემა შეირჩა პირველ კლასში არსებული პრობლემიდან გამომდინარე. კვლევაში ჩართულნი იყვნენ პირველი კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.

შერჩეული საკითხის საკვლევად გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდები, კერძოდ, დაკვირვება, ჩაღრმავებული ინტერვიუ და ფოკუს-ჯგუფი. მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ სამიზნე ჯგუფის წევრებს არ ესმით წესების მნიშვნელობა, არ აქვთ გავლილი ბაღში სკოლის მოსამზადებელი კურსი, მშობელთა უმრავლესობა მუშაობს, მთელი დღით გასულია და სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ შვილებს.


 

დატოვეთ კომენტარი