მოსწავლეთა დემოტივაციის გამომწვევი მიზეზები რუსული ენის გაკვეთილზე

რუსული ენის გამოყენების სივრცე საქართველოში სულ უფრო ვიწროვდება. დღეს რუსული ენის ცოდნა ხდება ნელ-ნელა წინაპირობა კარიერული წინსვლისთვის. შესაბამისად, ამ ფონზე მოტივაცია ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა რუსული ენის შესწავლის პროცესში.

სკოლაში მოსწავლეები უცხო ენებში თვლიან, რომ ძირითადი საგანი არის ინგლისური. ასევე მოსწავლეები თავით არიან ჩარგულნი ტელეფონებში, პლანშეტებში, სმარტფონებსა და კომპიუტერებში, მათთვის ნაკლებად აქტუალურია რუსული ენა. გარდა ამისა, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ნაკლებად არიან დაინტერესებულნი რუსული ენის შესწავლით. მოტივაციის ამაღლების მიზნით საჭიროა სასწავლო პროცესში ინტეგრირებული იყოს მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდები და სწორად შერჩეული სტრატეგიები: დისკუსია, პროექტი, პრეზენტაციები, როლური თამაშები.

წარმოდგენილი კვლევის მიზანია მოსწავლეებში ინტერესის და უცხო ენის სწავლების სურვილის გაღვიძება, სწავლის საჭიროებების და რუსულის ენის ცოდნის დადებითი მხარეების დანახება.


 

დატოვეთ კომენტარი