პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 2 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობა,  სახელმწიფოს დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას, ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე www.vet.emis.ge ვებ-გვერდის საშუალებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ტესტების ნიმუშები განთავსებულია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge

დეტალური ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს – mes.gov.ge

დატოვეთ კომენტარი