კონკურსი 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად

“ზურაბ ჟვანიას ფონდი” აცხადებს  კონკურსს 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად.  მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს. პრემიაზე მსურველებმა უნდა წარადგინონ 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები შემდეგ ნომინაციებში:

  • თეატრალური ხელოვნება;
  • კინოხელოვნება;
  • პროზა;
  • პოეზია;
  • მუსიკალური ხელოვნება;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • სახვითი ხელოვნება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით;

ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა რიგით მერვე „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას. ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.

„წინანდლის პრემია 2019“  ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს

დატოვეთ კომენტარი