ირინე აბულაძე დირექტორებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ საჯარო სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს ის პროექტები გააცნეს, რომლებიც სკოლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით მიმდინარეობს და იგეგმება. შეხვედრაზე ასევე ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც სასწავლო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ეფექტიან ინტეგრაციას უშლის ხელს.

ირინა აბულაძემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროსთვის ინკლუზიური განათლება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„თქვენი ვალდებულებაა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს – ამას სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს.” განაცხადა ირინა აბულაძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სისტემაში დანერგილ სერვისებსა და დამატებითი სერვისების იდენტიფიცირებას.

დატოვეთ კომენტარი