მშვიდობის კორპუსის ინგლისური ენის მასწავლებლები საჯარო სკოლებისთვის

ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის.

კონკურსში შერჩეული სკოლები ინგლისური ენის სწავლების დონისა და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით იმუშავებენ ამერიკელ ინგლისური ენის მასწავლებელთან 2020-2022 სასწავლო წლების განმავლობაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს შემდეგ რეგიონებში:

  • კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
  • მცხეთა-მთიანეთი (გუდაურის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
  • ქვემო ქართლი
  • შიდა ქართლი
  • სამცხე-ჯავახეთი
  • აჭარა
  • გურია
  • იმერეთი
  • სამეგრელო
  • რაჭა-ლეჩხუმი
  • სვანეთი

მოხალისის მოთხოვნის ფორმის და საინფორმაციო დანართის მიღება შესაძლებელია საქართველოს მშვიდობის კორპუსის ოფისში ან საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში.

სკოლის მიერ შევსებული მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 21 ოქტომბერი, 2019 წელი

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს.

დატოვეთ კომენტარი