წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებელის გამოსავლენად აცხადებს კონკურსებს:

2019 წლის ქიმიის საუკეთესო მასწავლებელი;
2019 წლის ფიზიკის საუკეთესო მასწავლებელი;
2019 წლის მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი;
2019 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საუკეთესო მასწავლებელი;

თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ქიმიის, ფიზიკისა და მათემატიკის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.

კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.

რეგისტრაცია გრძელდება 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.

დატოვეთ კომენტარი