ენერგია (გაკვეთილების ციკლი) – პროექტი

კურსის აღწერა – წინამდებარე კურიკულუმში წარმოდგენილია, სკოლაში, საბაზო საფეხურზე, ფიზიკის კურსიდან – ენერგიის სწავლების გაკვეთილების ციკლი, რაც მოსწავლეებს დაეხმარება ჩამოუყალიბდეთ გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, გამოუმუშავებს მათ კვლევა-ძიების, მსჯელობის, მონაცემთა დაკავშირების, დაკვირვების, პარალელების გავლების, ლოგიკური აზროვნების, ანალიზის, დამოუკიდებელი კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარს, მისცემს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების საშუალებას, გააცნობიერებენ მეცნიერების როლს და ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობას კაცობრიობის პროგრესისათვის. გაეცნობიან იმ ადამიანთა მოკლე ბიოგრაფიებსა და აღმოჩენებს რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ფიზიკის განვითარებაში, რაც წინაპირობა იყო იმ კომფორტული ცხოვრებისა რაც ჩვენ დღეს გვაქვს და რომ ფიზიკის და ზოგადად მეცნიერების წინსვლის გარეშე კაცობრიობა განვითარების ამ საფეხურს ვერ მიაღწევდა.

კურსის მიზნები – ენერგიის ფორმების გაცნობა, ენერგიის მუდმივობის და გარდაქმნის ზოგადი კანონის ჩამოყალიბება, შინაგანი ენერგიის განსაღვრა, ენერგიის გარდაქმნის და ელექტროენერგიის მიღების ხერხების გაგება, ელექტორსადგურების დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრა, თანამედროვე ტექნიკის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ელექტრო სადგურების მუშაობის პრინციპის გაგება, ელექტრო სადგურის მოდელის შექმნა.

მოსწავლეს განუვითაროს კვლევის, დაკვირვების, ლოგიკურად აზროვნების, მსჯელობის უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივ საქმიანობაში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების და გარემოს მიმართ.

კურიკულუმის მიზანია – გაუქროს მოსწავლეებს ამ საგნის შესწავლის შიში, გაუჩინოს ინტერესი გარემომცველ სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენის და შემეცნების მიმართ.

განსახილველი საკითხები:
1. მუშაობა და ენერგია
2. ენერგიის ფორმები
3. მექანიკური ენერგია
4. ენერგიის გარდაქმნა და შენახვა
5. ელ. ენერგიის მიღება, ელ. სადგური
6. ენერგიის წყაროები (განახლებადი, არაგანახლებადი)
7. ალტერნატიული ენერგია. საქართველოს რესურსები
8. სითბო – ენერგიის ერთ-ერთი ფორმა.


ქვემოთ მოცემული პროექტი შექმნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების ადმინისტრირების სამაგასიტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში. ის წარმოადგენს სასწავლო კურსის, “კურიკულუმის დიზაინი” საბოლოო ნაშრომს, რომელსაც უცვლელი სახით წარმოგიდგენთ.

სილაბუსი

 

პროექტი

 

პრეზენტაცია

 

დატოვეთ კომენტარი

One thought on “ენერგია (გაკვეთილების ციკლი) – პროექტი

  • 25/01/2013 at 10:06
    Permalink

    მოგესალმებით! ერთი გადახედვით ჩანს, რომ მაღალ დონეზე შესრულებული პროექტია. გისურვებთ წარმატებებს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *